საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე თბილისში რუმინეთის საელჩოს ეწვია. გიგი გიგიაძემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ბუქარესტში მდებარე ღამის კლუბში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღრმა მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.