თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ზედაპირულად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში არეულობას, პროვოკაციების მოწყობას, ძალადობასა და სისხლისღვრას გეგმავდნენ.
როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, საგამოძიებო მოქმედებები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.
მისი თქმით, სხვადასხვა ტიპის ოპერატიული ინფორმაცია არსებობს და ამაზე კონტრდაზვერვის სამსახური ადეკვატურად რეაგირებს.
„შემიძლია საზოგადოება დავამშვიდო, რომ ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც დაიგეგმა და იგეგმება, აღკვეთილი იქნება, რადგან ჩვენი სამსახურები ადეკვატურად და ეფექტურად მოქმედებენ. საფრთხეები მეტწილად განეიტრალებულია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუკი ადგილი ჰქონდა დანაშაულს, ამას შემდგომი მოქმედებები არ უნდა მოჰყვეს“, - განაცხადა სესიაშვილმა.