საქართველოს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იმყოფება. "ჯი-ეჩ-ენ"-ის ინფორმაციით, ქადაგიძე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან იმყოფება.
ქადაგიძე უსუფაშვილის სამუშაო კაბინეტში იმყოფება.
მედიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში სტუმრობის მიზეზი ჰკითხა, ქადაგიძემ კი განაცხადა, რომ კომენტარს შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.