,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გუნდში კარგად აქვთ გააზრებული ის შეცდომები, რაც იყო წარსულში. იგი ვარაუდობს, რომ ეს ნეგატიური კომპონენტები ისევ ენმ-ის გამოსაწორებელი იქნება, რადგან ,,ქრთულმა ოცნებამ” ეს ვერ შეძლო.
როგორც გიორგი ვაშაძემ ,,იმედის” ეთერში განაცხადა, ასეთ შემთხვევაში მათ ხალხი აუცილებლად დაუჭერს მხარს.
,,მე პირადად, და მთელს გუნდს აბსოლუტურად გაზრებული გვაქვს ის შეცდომები, რაც იყო წარსულში. რომ გამოვაცალოთ ჩვენს მოღვაწეობას ის ნეგატიური კომპონენტები რაც გვქონდა, ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად ის ხელისუფლება, რომელსაც დღეს ხალხი ძალიან დიდი სიამოვნებით დაუჭერს მხარს. იმიტომ, რომ ვერევინ შეგვედავება, რომ ენმ არ იყო ეფექტური, საქმეს არ აკეთებდა, ინსტიტუციები არ შექმნა, რეფორმებს არ ახორციელებდა და წინ არ მიჰყავდა ქვეყანა. მაგრამ, ბევრი საკრიტიკოც აქვს ენმ-ს, მათ შორის მოსმენები. ჩემთვისაც არ იყო სასიამოვნო ვიღაცეების საუბრების სატელევიზიო მოსმენა, რაც არ უნდა კანონიერი ყოფილიყო.. და არასწორი იყო ეს. მე ვფიქრობ ქართულ ოცნებას ჰქონდა შესაძლებლობა, ეს სტანდარტები დაენგრია ქვეყანაში და სხვა სისტემა აეშენებინა, მაგრამ სამწუხაროდ, მან ეს ვერ გააკეთა და როგორც ჩანს, ისევ ჩვენი გუნდის გასაკეთებელია ეს ყველაფერი,. ჩვენ კარგად ვიცით სად იყო შეცდომები, გააზრებული გვაქვს და ამას აუცილებლად გამოვასწორებთ”, - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განუყოფელი ნაწილი და რეგიონალური რანგის პოლიტიკოსი.