პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ამჟამად განათლების მინისტრის მოადგილე ოთარ აბესაძე პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს და რჩევას აძლევს.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ამჟამად განათლების მინისტრის მოადგილე ოთარ აბესაძე პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს და რჩევას აძლევს.
ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს
„ბატონო პრეზიდენტო. ჩემო უფროსო მეგობარო გიორგი, ჩვენ ძალიან დიდ ხანს ვიყავით ერთად. ერთი წლის განმავლობაში ვიყავი თქვენი მრჩეველი და პრაქტიკულად ერთად ვიბრძოდით ყველა იმ უკანონობის გამოსასწორებლად რაც საქართველოში ხდებოდა. ერთად გამოვიარეთ ძალიან ბევრი რამ და თქვენ მასწავლიდით ყოველთვის ერთს, სახელწიფო ინსტიტუტების პატივისცემას, სახელმწიფო ღირებულებების დაფასებას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას. ყოველთვის მიხაროდა, რომ ითვალისწინებდი თქვენი 23 წლის მრჩევლის რჩევებს ძალიან ბევრ საკითხებში. ერთად შევქმენით უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროექტი, ერთად შევქმენით 21 უფასო სპეციალობის პოექტი და ერთად შევქმენით დოქტორანტურის დაფინანსების პროექტი. ყოველთვის მიხაროდა და ვამაყობდი იმით, რომ ვიყავი ძალიან უბრალო ადამიანის მრჩეველი, რომელიც ამავდროულად იყო განათლების მინისტრი და ვიცეპრემიერი. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან ჩვენი გზები გაიყარა თქვენ პრეზიდენტი გახდით და მე ჩემს მშობლიურ განათლების სისტემაში დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი პოლიტიკური შეფასებები და შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და გვიკამათია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ქართული ოცნების იდეა, რომელიც თავში მაქვს და მის გაიდეალებაში ჩემს ემოციებში ბიძინა ივანიშვილთან ერთად თქვენც დიდი წვლილი გაქვთ და შენც ძალიან დიდი ემოციით იზიარებდით მას და ა.შ. დღეს ვხედავ აბსოლუტურად სხვა პერსონას და არა იმ გიორგის, რომლის მრჩეველიც ვიყავი და პრაქტიკულად 25 საათი ვიყავით ერთად, თავს ვთვლი ვალდებულად მოგცე მორიგი და ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა როგორც თქვენმა ყოფილმა მრჩეველმა. რჩევა იმ ღირებულებების და ფასეულობების გათვალისწინებით რაც თქვენ მასწავლეთ ეს არის სახელმწიფო ინტერესების მაქსიმალური დაცვა და გატარება. დღეს საქართველო ჩვენი ბრძოლის და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად შედგა, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელშიც არის დაცული სიტყვის თავისუფლება, საკუთრება არის ხელშეუხებელი და სახელმწიფო, როგორც სერვისი მოქალაქეებისათვის მუშაობს და არა მოქალაქე სახელმწიფოსთვის. დღეს სახელმწიფო არ არის მოძალადე და დღეს სახელმწიფოს მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი უფლებები. დღეს მორიგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. იგეგმება სახელმწიფო ინტერესების მორიგი ფეხქვეშ გათელვა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის მიერ. როგორც საქართველოში ისე საერთაშორისო მასშტაბით ხორციელდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება და სისხლისმღვრელი პროვოკაციის დაგეგმარების პროცესი. ყოფილი პრეზიდენტი და მისი თანაგუნდელები მათთვის ნაცადი ხერხებით და მაპროვოცირებელი ქმედებებით აპირებენ საქართველოს სახელმწიფოებრულობას შეუქმნან საფრთხე. მოგმართავ როგორც პრეზიდენტს, მოგმართავ როგორც მეგობარს და მოგმართავ როგორც შენი ყოფილი მრჩეველი, ვისიც გჯეროდა და არასოდეს წაგიგია მისი მოსმენით. დადექი იქ სადაც არის თქვენი ადგილი, დადექი იქ სადაც ვიდექით ერთად და ვდგავარ ეხლა მე, დადექი იქ, სადაც წყდება საქართველოს სახელმწიფო ინტერესი და ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც არის მანიაკალური სისტემის შემქმნელი, რომელმაც ტრადიციად აქცია საქართველოში წამება და გაუპატიურება, ტოტალური კონტროლი, ტერორი მოსახლეობაზე და რომელსაც თქვენც აღიარებდით და ებრძოდით. ჩამოართვი საქართველოს მოქალაქეობა. მიიღე ჩემი საჯარო რჩევა და გამოიყენე შენთვის კონსტიტუციურად მონიჭებული უფლება, ის უფლება, რომლის მონიჭებისათვის დღე და ღამე მქონდა გასწორებული მე პირადად და ყველა ჩვენს თანაგუნდელს. გაამართლე ჩვენი შრომა, გაამართლე ჩვენი დაღვრილი ოფლი და ჩამოართვი მოქალაქეობა იმ პერსონას, რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქის სისხლი არ ღირს არაფრად და რომელიც არის საქართველოს სახელმწიფოებრულობის მტერი. მიიღე ეს საჯარო რჩევა ჩემგან, თქვენი ყოფილი მრჩევლისგან და დაარწმუნე საქართველო იმაში, რომ თქვენთვის მთავარი არის სახელმწიფო ინტერესი და მოქალაქე.”