მთავარი პროკურორის მოადგილემ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებისა და მისი მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით დღეს განმარტება გააკეთა.
საგამოძიებო უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის პროკურატურამ 2015 წელს ოფიციალური უარით უპასუხა ქართულ მხარეს ექსტრადირების თაობაზე, შესაბამისად მისთვის სავარაუდო მოქალაქეობის ჩამორთმევა ექსტრადირებასთან არანაირ კავშირში არ არის.
„პროცესს არ გაართულებს, ვინაიდან, ამ შემთხვევაში მოქალაქეობას არ აქვს მნიშვნელობა. ზოგადად, ყველა ქვეყნის კონსტიტუციური პრინციპია, რომ საკუთარი მოქალაქის ექსტრადირებას არ ახდენს სხვა ქვეყანაში,“ - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.