საქართველო ორი წლის ვადით გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი გახდა. გენერალური ასამბლეის სხდომაზე ამ გადაწყვეტილებას 177-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი. საბჭოს წევრობა ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უფრო აქტიურად ჩაერთოს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირების პროცესებში. ადამიანის უფლებების საბჭო გაეროს 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. ეს ორგანო უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით.