ევროინტეგრაციის მინისტრი სერბეთში ვიზიტს განაგრძობს. სერბეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და კოსოვოსთან დაკავშირებით არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის. შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსა და სერბეთის საერთო ევროპული მისწრაფებების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას, ასევე, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობის გაღმავების მნიშვნელობას.