ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი 59-ე შეხვედრა გაიმართება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, საუბრი წინა, 58-ე შეხვედრის შემდეგ დაფიქსირებულ ინცინდენტებს შეეხება. დღის წესრიგში ასევე დავით ბაშარულის ცხედრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხები და მავთულხლართების გავლების შედეგად ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის შექმილი პრობლემებია. შეხვედრა 11 საათზე დაიწყება.