სპეცდანიშნულების რაზმი ყაზარმულ მდგომარებაზეა გადაყვანილი. ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ნიკა გვარამიას მტკიცებით, ინფროამაცია უტყუარია და შესაძლებელია სპეციალური დანიშნულების რაზმმა რუსთავი 2-ის შენობაში შესვლის ბრძანება მიიღოს. მისი აზრით, პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე უკანონო გადაწყვეტილებას გამოიტანს. გვარმია გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების რისკებზეც სუბრობს. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა მოსახლეობას მხარდაჭერისა და ტელეკომპანიის ეზოში შეკრებისკენ მოუწოდა.