საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ინფორმაციით, კომპანია "სოკარს" გარკვეული პრობლემები აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ რუსული გაზის მისაღებად "გაზპრომთან" ხელშეკრულება გააფორმა , - ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, აქვს თუ არა "სოკარს" საკმარისი რესურსი, რომ საქართველოს კომერციული გაზი მიაწოდოს.
"ჰკითხეთ "სოკარს". ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პრობლემები აქვთ, რადგან მათ გააფორმეს ხელშეკრულება "გაზპრომთან" იმისთვის, რომ აზერბაიჯანში მიიღონ რუსული გაზი", - აღნიშნა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ქართული მხარის მოლაპარაკებები "გაზპრომთან" დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.