„მმართველი ძალა თვითიზოლაციაშია და დიალოგს გაურბის,“-ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა. გიორგი კვერენჩხილაძე გიორგი ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩამოყალიბდა სამწუხარო ტენდენცია, რომლის მიხედვითაც მმართველი ძალა, რეალურად, თვითიზოლაციაშია და გაურბის დიალოგს და კონსულტაციებს. ამ შეხვედრამდე, რომელზეც იყო საუბარი, ფრაქციის თავმჯდომარის საპარლამენტო გამოსვლისას, რამდენიმე დღით ადრე პირადად მე მქონდა კომუნიკაცია საკანონმდებლო ორგანოსთან, წერილების დონეზე პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობის ლიდერთან, ცალკეული ფრაქციების ხელმძღვანელებთან, თუმცა სამწუხაროდ, ამ კომუნიკაციას შედეგი არ მოჰყოლია", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
გიორგი ვოლსკის თქმით, არის გარკვეული საკითხები პრეზიდენტთან მიმართებაში, რომელთან დაკავშირებითაც უმრავლესობა თვალს ვერ დახუჭავს.