ოდესის პოლიციამ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებული მერობის კანდიდატის, გენადი ტრუხანოვის ორი თანამებრძოლი დიმიტრი პესტრუევი და ოლეგ კირეევი დააკავა. მათი დაპატიმრების ოპერაცია დილის 3 საათზე ჩატარდა. მანამდე პოლიციაში ანონიმური ინფორმაცია შევიდა იმის შესახებ, რომ პესტრუევის მანქანაში ყალბი ბიულეტენები იყო. კირეევის დაკავების მოტივი კი უცნობია.
ადგილობრივი არჩევნები ოდესაში, ისევე, როგორც მთელ უკრაინაში, 25 ოქტომბერს ჩატარდა და მასში მოქმედმა მერმა გაიმარჯვა.
ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ტრუხანოვის დამარცხება ვერ შეძლო, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები ოდესაში გაყალბდა.