ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ნოემბრის შუა რიცხვებში ირანში ჩასვლასა და საქართველოში ბუნებრივი აირი ტრანზიტზე მოლაპარაკებას გეგმავს.
ვიცე-პრემიერის თქმით, ირანი ძალიან საინტერესო ბაზარია და ის რესურსები, რომელიც ირანს გააჩნია, საქართველომ ადგილმდებარეობიდან და გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.
” ნოემბრის შუა რიცხვებში პირადად მე ვგეგმავ ირანში ჩასვლას და შესაბამისად გვექნება საუბარი, რამდენად შესაძლებელია ბუნებრივი აირის წამოღება. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია“, - აღნიშნა კალაძემ.