გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU-CSU)ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს გერდა ჰასელფელდტს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების ასპექტები და ყურადღებაგაამახვილეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე, რომელიც პოზიტიური დინამიკით აღინიშნება. საუბარი ასევეშეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობას და ხაზი გაესვა ამ პროცესშიგერმანიის შემდგომი მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამასთან, გერმანელ დეპუტატს მიეწოდა დეტალურიინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ.