საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ გიგიგიგიაძემ, ბერლინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის მარშალის ფონდისორგანიზებით გამართულ შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდნენ გერმანელი ექსპერტ-პოლიტოლოგები ხელისუფლების სხვადასხვა შტოდან.
საგარეო უწყების ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა შესავალ სიტყვაში მიმოიხილა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და პრიორიტეტები, ისაუბრა გერმანია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე და ასევე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს დაგაფართოვდეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს დელეგაციის წევრებს და გერმანელ ექსპერტებს შორის დისკუსია წარიმართა.