პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს ორი წევრი აირჩია. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპროკურორო საბჭოს წევრები გახდნენ - პოლიკარპე მალანია და ირმა ჭკადუა.
აღნიშნული პირების გარდა, საპროკურორო საბჭოს წევრი გახდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. რაც შეეხება უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებს, მათ საპროკურორო საბჭოში კანდიდატი ამ დრომდე წარუდგენია.