საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პაატა კიკნაველიძის განცხადებით, თუკი პირი სხვის საკუთრებაში თვითნებურად არის შეჭრილი და ფაქტი დადგენილია, ასეთ შემთხვევაში, სამართალდამცავებს უფლება ექნებათ, გამოსახლება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე განახორციელონ.
როგორც „სამოქალქო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას კიკნაველიძემ განაცხადა, ყველა სხვა შემთხვევაში, გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილება დასჭირდება.
„კოდექსიდან იმ ნორმის ამოღება ხდება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს მიერ უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გულისხმობს“, - დასძინა კიკნაველიძემ.
აღნიშნულ კანონპროექტს საბანკო სექტორი აკრიტიკებს.