უმრავლესობის დეპუტატის პროგნოზი რუსთავი 2-თან დაკავშირებით. გოგი თოფაძე აცხადებს, რომ რუსთავი 2 ხვალ აღარ იქნება.
ეს განცხადება ქართული ოცნების ერთ ერთმა ლიდერმა დღე პარლამენტში პრესკონფერენციის დაწყების წინ გააკეთა.
თოფაძემ რუსთავი 2-ის მიკროფონი ხელში აიღო, ცალკე გადადო და თქვა, რომ "რუსთავი 2 ხვალ აღარ იქნება".
უმრავლესობის წევრს დამატებითი განმარტები არ გაუკეთებია.