საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი ხიდი აშენდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სომხეთის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ხელშეკრულების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებებზე იმსჯელეს. განიხილეს შესაბამისი ქვეკომისიების, ტენდერების შემფასებელი ერთობლივი კომისიების შექმნისა და სხვა პროცედურული საკითხები. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ხიდის მშენებლობა ორი ქვეყნის საზღვარზე მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს.