პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად კვაჭანტირაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ადგილი ოფიციალურად დაიკავა.
მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი ფრაზები არასწორად იქნა გაგებული და რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადებას მხოლოდ პერსონალურად გააკეთებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე სპეციალურ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობა ამზადებს.
მისი თქმით, განცხადებას წერილობით გაავრცელებს.
„არაფერი განსაკუთრებული იქ არ იქნება. რატომ აკეთებთ ასეთ აჟიოტაჟს,“-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.