პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე ხელისუფლებას მოუწოდებს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს სამოქალაქო დაპირისპირებამდე ნუ მიიყვანს.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ბარამიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე თავდასხმები ხდება, რაც საზოგადოებაში დაძაბულობის შექმნას და კონფლიქტის გამოწვევას ემსახურება, რაც ქვეყნისთვის სახიფათოა.
„ვანდალური თავდასხმები ხორციელდება. შეურაცხმყოფელი პლაკატების გაკვრა ხდება, რაც იმას მოწმობს, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებასთან კოორდინირებული მოქმედებით ხდება. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპიებამდე ნუ მიიყვანენ. ასეთი პლაკატების გაკვრას აზრი არ აქვს და ამაზე რესურსის ნაცვლად, სჯობს, მთავრობამ რესურსი ქვეყნის უკეთეს მომავალზე დახარჯოს. არ მგონია, ხელისუფლებისთვის დამამშვენებელი იყოს, რომ მოსამართლე დედაზე უარს ამბობს. ერთმანეთის მტრები არ უნდა ვიყოთ, რისკენაც პრემიერი გვიბიძგებს“, - განაცხადა ბარამიძემ.