პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე საპროკურორო საბჭოს წევრებს აირჩევს.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საბჭოს წევრად წარდგენილია სამი კანდიდატურა, რომელთაგან დეპუტატები ორ პირს აირჩევენ.
მისი თქმით, საპროკურორო საბჭოში წარდგენილი იქნებიან ასევე დეპუტატები და უმრავლესობის კვოტას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დაიკავებს.
დავით უსუფაშვილი უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებს მოუწოდებს საბჭოს წევრად კანდიდატი წარადგინონ.