შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის
ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა, ფოთის საზღვაო ნავსადგურში,
ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, თურქეთის დროშით მცურავი
მშრალტვირთმზიდი გემი „MUHAMMET GUMUSTAS-4“ დააკავეს.
გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა,
საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი
ნაწილით). გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000
ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.