„ამ კადრებს ავრცელებს ის დაინტერესებული პირი, რომლსაც სურს, რომ ქეყანაში იყოს ქაოსი და მძიმე ემოციური ფონი,“ – ასე აფასებს ანი მიროტაძე უკრაინულ პორტალზე წამების ამსახველი მორიგი ვიდეომასალის გავრცელებას. დეპუტატი კადრებს ამაზრზენს უწოდებს და მოუწოდებს ძალოვან სტრუქტურებს, ფაქტების გამოძიება უმოკლეს დროში მოხდეს. მისივე განცხადებით, მსგავსი რამ ხელისფლების ინტერესებში არ შედის. უკრაინულ პორტალზე კიდევ ერთი ვიდეომასალა გუშინ გავრცელდა, რომელზეც მამაკაცის გაუპატიურების ამსახველი რამდენიმე ეპიზოდია ასახული.