2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტი, სამხედრო ბალანსი შავი ზღვის რეგიონში, უკრაინის კრიზისი და ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები- სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმი და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად დღეს გაიხსნება. მონაწილეები რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ევროატლანტიკური უსაფრთხოება, საინფორმაციო და ჰიბრიდული ომები და ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხეები. კონფერენციის მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავებაა.