დღეს, 25 ოქტომბერს, 18:00 საათზე დედაქალაქის საკრებულოში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახსნის.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ მიმართავენ.