ნაციონალების წყევლა და გინება საზოგადოების მხრიდან ლოცვად მოდის, - მის შესახებ "ქრონიკასთან" საუბარში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ეს ვერ გააცნობიერეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლება.
ახალაიას, მერაბიშვილის, უგულავას სასამართლო გაიხსენეთ, რუსთავი 2-ის და სხვა ნებისმიერი თემა. სულ ამბობენ - ივანიშვილის პირადი პატიმარი, ივანიშვილის პირადი პრობლემა, ყველა ბრალდების ადრესატი მე ვარ. სწორედ ეს მაძლევს საფუძველს იმისას, რომ საზოგადოებაში ძალიან დიდი პოპულარობა და ნდობა მაქვს. მათი გინება და წყევლა სწორედ რომ საზოგადოების მხრიდან ლოცვად მოდის. იმდენად უნიჭოები არიან, ესეც ვერ გააცნობიერეს.