მარგველაშვილის ღრმა წარსული რომ შემესწავლა, კანდიდატი არ იქნებოდა, - მის შესახებ "ქრონიკასთან" საუბარში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საკუთარ თავთან მარგველაშვილი არის დაპირისპირებაში.
”საკუთარ თავთან მარგველაშვილი არის დაპირისპირებაში, გუნდის წევრი იყო, მეორე დღესვე გუნდს დაუპირისპირდა. ნაციონალური მოძროაბის დაკნინებული გუნდის გამაგრებას ცდილობს... მაგის ბიოგრაფია და ღრმა წარსული რომ შემესწავლა - საუბედუროდ, დრო არ მქონდა - რა თქმა უნდა, მას კანდიდატად არავინ წამოაყენებდა”, - განაცხადა ივანიშვილმა.