"რუსთავი 2" დაათრევს ამ 2 ათას კაცსს, - ამის შესახებ "ქრონიკასთან" საუბარში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა
ყოფილი პრემიერის მტკიცებით, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება არ არსებობს და ამ კუთხით არაფერი ხდება.
"არაფერი არ ხდება გარდა ამ 2 ათასი კაცისა. 2 ათას კაცს ნებისმიერ ქელეხზე მოაგროვებ. "რუსთავი 2" დაათრევს ამ 2 ათას კაცსს - ზოგს ფულს უხდის, ზოგი ნათესავია, ზოგი მეგობარია და აწვალებს. არაფერი არ ხდება. რომელ სამოქალაქო დაპირისპირებაზეა საუბარი? ყველაზე დიდი შეცდომა პრეზიდენტმა სწორედ აქ დაუშვა. არავითარი საფუძველი სამოქალაქო დაპირისპირების არ არსებობს და მას, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, უნდა გააპრაოს "ნაციონალური მოძრაობა", - აღნიშნა ივანიშვილმა.