“თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელის ლადო სადღობელაშვილის მუქარას, იმასთან დაკავშირებით, რომ ის თინა ხიდაშელის და გიგა ბოკერიას საიდუმლო მოლაპარაკების ჩანაწერის გამოქვეყნებას აპირებს, თინა ხიდაშელი გამოეხმაურა.
„ხოდა კიდევ დამავიწყდა, იმ, იმ და იმ რეგვენებს (თუ მეოთხე და მეხუთეც იყო იმათაც) გადაეცით, ვინც არ გამოაქვეყნოს ის იყოს არაკაცი თქო.
ნუ პრინციპში სიახლე არ იქნება მათთვის, ჩვეულებრივი მდგომარეობაა მატყუარა და არაკაცი რომ არის, მაგრამ მაინც.
და თუ ის გაზეთიც არ გამოაქვეყნებს დღეს, რომ იმუქრებოდა ფურცელ ფურცელ მოგიწევთ ბოდიშის მოხდა და რეგვენობის ტირაჟირებისთვის მეტანიები. არადარაპოზიტიურიდღემქონდას სმაილიკი“- წერს თინა ხიდაშელი ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი მის მიმართ გამოძიების დაწყებას ეხმიანება და აცხადებას, რომ მისი დაკავებით თავდაცვის მინისტრია დაინტერესებული. სადღობელაშვილი თავდაცვის მინისტრს კოლაბორაციონისტს უწოდებს და მაკომპრომატირებელი მასალების გამოქვეყნებით ემუქრება.
„გაუნათლებლებოოოო!!! თუ ვდეევნი და მართლაც ვდევნი, იმიტომ ვდევნი, რომ მათი, ანუ ნაციონალების დაკვეთით, მათი პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე, ხალხს აუპატიურებდნენ!!! აწამებდნენ!!! კლავდნენ!!! ერთი არ გიჩივლიათ თქვე გაიძვერებო!!! სადისტების ხელის დამფარებლებო! ეს ყველაფერი მოდის თინა ხიდაშელის დამპალი სულიდან!!! ხიდაშელის დაკვეთათაა ჩემი დაკავება და დაკნინება! რესპუბილეკებო ვერ ეღირსებით! P.S თინა ნუ გვაიძულებ შენი და ბოკერიას საუბარი გამოვამზეუროთ – ხომ იცი რაც მოგელის…!!! “გარანტია” ყოფილხარ თინა!!! თურმე გარანტია!!! ბოკერიას ხელშეუხებლობის გარანტია ხარ!!! ხალხი შენი სადარბაზოდან დაიწყებს სამართლიანობის აღდგენას შე კოლაბორაციონისტო!!! ფანასკერტელის ქუჩიდან”, ” – წერს სადღობელაშილი.
ლადო სადღობელაშვილის მიმართ გამოძიება დევნის მუხლით მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ნაციონალური მოძრაობისა და მისი წევრების წინააღმდეგ ძალადობის, მუქარისა და ძალადობისკენ მოწოდების შემცველი განცხადებები სოციალური ქსელით გაავრცელა.