საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერს იწვევს.
„როგორც ჩანს საპარლამენტო უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა შეხვედრასთან დაკავშირებით, ამიტომ მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პრემიერმინისტრს მათთვის მისაღებ ფორმატში შემხვდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
შგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში პრეზიდენტმა კონსულტაციები გამართა არასამთავრობო სექტორთან, მედიის წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და დიპლომატიურ კორპუსთან.