საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს სამძიმრის წერილი გაუგზავნა და ავტოკატასტროფაში დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა.
„უაღრესად დამამწუხრა საფრანგეთის სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ლიბურნის სიახლოვეს ავტოკატასტროფის შედეგად მომხდარმა საზარელმა ტრაგედიამ, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, თანადგომას ვუცხადებ საფრანგეთის ხელისუფლებასა და ხალხს. გთხოვთ ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ახლობლებს“,- აღნიშნულია წერილში.