საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. გიორგი მარველაშვილი კონსულტაციებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მართავს. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოში საკონსტიტუციო წესრიგს საფრთხე ემუქრება.
"ჩვენთვის ეს კონსულტაციები უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან იცით, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო გამოხმაურებები. ჩვენ გვაინტერესებს მათი აზრი მიმდინარე მოვლენებზე. კონსულტაციები, რომლებიც იმართება ემსახურება სწორედ იმას, რომ ვითარება მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში იყოს დარეგულირებული", - განუცხადა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ.
პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დღესვე ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდება.