პარლამენტში დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. დეპუტატები არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, არასრულწლოვნებს სასამართლოს თანხმობით ქორწინების ნებართვა საგამონაკლისო მიზეზის შემთხვევაში მიეცემათ. ასეთად მიჩნეულია ორსულობა და ბავშვის დაბადება. კომიტეტზე ტუბერკულოზის დაავადების პრევენციის შესახებ კანონპროექტსაც განიხილავენ.