ფრაქცია „რესპუბლიკელები“ უმრავლესობის ლიდერის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ. ფრაქციის წევრები კვაჭანტირაძეს შეხვდნენ და მას ნდობაც გამოუცხადეს.
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ კორძაიას განცხადებით, „რესპუბლიკური პარტია“ თვლის, რომ ზვიად კვაჭანტირაძე იქნება ადამიანი, რომელიც კოალიციის ყველა პარტიასთან ითანმშრომლებს, გაწონასწორებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და უმრავლესობას სათანადო გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.