,,მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში” , - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა შემქნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირპისპირების წინაპირობები.
"ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალქის მოვალეობაა, პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკაოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითრებიდან გამომდინარე ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის რომ შვეინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა მშვიდობა და კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის” შესახებ ისაუბრა.
,,გავრცელდა ე.წ. სამეგრელოს კასრების ვიდეოები, ცხადად ჩანს, თუ როგორ ექცეოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ნაციონალური მოძრაობა როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია საკუთარ მოქალაქეებს. მინდა, რომ საზოგადოებას მოკლედ შევახსენო ეს ისტორია. ამ კადრებში არის საშინელი წამების კადრები და სცენები, ეს არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფელში, სამეგრელოში, მათ არასოდეს დანაშაული არ ჩაუდენიათ, მე ვიცი ერთი ადამიანის ისტორია, რომელიც სახლიდან ღამის სამ საათზე მოიტაცეს, მას ჰყავდა სამი თვის ორსული მეუღლე, რომელსაც სახლში სასტიკად გაუსწორდნენ, მუცელიც მოეშალა, ეს კაცი წაიყვანეს და აწამეს ისე, როგორც თქვენ ამ ვიდეოში ნახეთ. იმს გამო, რომ მას არ ჩადენილი, შეუმდგარი დანაშული ვერ ააღებინეს საკუთარ თავზე, სხვა მიზეზით, ნარკოტიკების ჩადებით გაასამართლეს.
ეს დღეები მე მესმის შეფასებები, ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისა, მათ კიდევ აქვთ პრეტენზიები და მინდა, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, ამ ადამიანებს არანაირი უფლება არ აქვთ, რომ საზოგადოებას ისეთი ენით ელაპარაკონ, როგორც ლაპარაკობენ. იმის მაგივრად, რომ ამ სამი წლის განმავლობაში მათ ბოდიში მოეხადათ საზოგადოებისთვის მათ მიერ ჩადენილი მძმე დანაშაულებებისთვის, ისინი კვლავაც აგრძელებენ უტიფრად საზოგადოების შეურაცხყოფას, იმ მცდელობას, რომ არეულობა და ქაოსი შექმნან. ეს არის სრული აბსურდი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს და რომლისთვისაც მისაღებია, რაც ამ ვიდეოებში ხდება, წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა. მე მაინტერესებს, რამდენი ადამიანია საქართველოში, რომელიც ასეთ დანაშაულებრივ, სასტიკ საქმიანობას მხარს უჭერენ. ასეთ ადამიანებს არ აქვთ უფლება, პოლიტიკაში დარჩნენ. ჩემთვის სააკაშვილი, მისი მთავრობა და მიმდევრები არიან სახე იმ ნიღბიანი ადამიანის, რომელიც ამ ვიდეოებში აუპატიურებენ ადამიანებს, ეს არის მათი სიმბოლო," - განაცხადა ღარიბაშვილმა.