ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. ბოგდან აურესკუმ რუმინეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მიწრაფებებზე მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან პროგრესის აღიარებას იმსახურებს. დავით ბაქრაძე ასევე რუმინეთის სენატის საგარეო პოლიტიკის კომისიის პრეზიდენტსა და სენატის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.