საქართველოს პრეზიდენტი დღეს მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტს სირილ მიურელს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც საქართველო მსოფლიო ბანკის დახმარებით უკვე მრავალი წელია ახორციელებს. საუბარი ასევე მსოფლიო ნამკის მიმდინარე პროექტებსა და მის ხედვას შეეხო საქართველოსთან მიმართებაში.
საუბრისას ასევე აღინიშნა რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და საქართველოს როლი გლობალური ეკონომიკური განვითარების კონტექსტში, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ზრდის კუთხით.
ქვეყნის პირველმა პირმა, მადლობა გადაუხადა სირილ მიურელს იმისათვის, რომ მსოფლიო ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან და მრავალი წელია ეხმარება ქვეყანას სხვადასხვა სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.