პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს. სხდომას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებინ, რომლებიც საარჩევნო საკითხებზე ინტერპარტიული კომისიის შექმნას ითხოვენ.
ოპოზიციას კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუმარტა, რომ მათ საშუალება აქვთ, ინტერპარტიულ ჯგუფს მიმართონ. კახიანს გამოსვლა გიორგი ახვლედიაბმა შეაწყვეტინა,რომელმაც კახიანის განცხადება "თავიდან მოშორების მცდელობად" შეაფასა.