„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისსავე სიტყვას უღალატა და სინდისი გაყიდა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
”ნაციონალური მოძრაობის“ ხერხემლის ციტირებებზე კომენტარის გაკეთება, მე ვფიქრობ, უხერხული იქნება. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა იმაზე, რომ სინდისის და ნამუსის გარდა ყველაფრის გაყიდვა შეიძლებოდა, თუმცა პირველ რიგში, რაც მათ მოახერხეს და გაყიდეს, ისიც კაპიკებდ, იყო სინდისი და ნამუსი. გაზს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სუნი აქვს იმისთვის, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ ის ბუნებრივი აირია“-განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.