პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების არყოფნა, შემთხვევითი მოვლენა არ არის.
როგორც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ბერძენიშვილმა განაცხადა, ასოცირების ხელშეკრულების პროცესის თაობაზე გამართულ სხდომას არცერთი ოპოზიციონერი არ დაესწრო.
„არ მგონია, რომ ეს შემთხვევითი იყოს. ზოგიერთიები იმას ცდილობენ, რომ საქართველომ ის ვერ მიიღოს, რაზეც ამდენი ვილაპარაკეთ. ვინც აქ ვართ, ეს ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვეხება. უვიზო მიმოსვლა ჩვენს მოქალაქეებს ეხება, რომელთა წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება ის, თუ ვინმე ამ მუშაობის ჩაშლას შეეცდება“, - დასძინა ბერძენიშვილმა.
პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას არც „თავისუფალი დმეოკრატების“ წარმომადგენლები და არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დაესწრნენ.