ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების არყოფნას, უმცირესობის დემარშად აფასებს.
როგორც ევროინტერგაცის, დიასპორისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ვოლსკიმ განაცხადა, ის ფაქტი, რომ შეხვედრას ნაციონალები არ ესწრებიან, ჩვეულებრივი რეჟიმის განხორციელება არ არის.
მისი თქმით, უმცირესობის წარმომადგენლები იმ სხდომებს ესწრებიან, რომლებიც მათ აინტერესებთ და სადაც, რიგ საკითხებთან დაკავშირებით რაღაც პრეტენზიები აქვთ.
„თავის გამართლება, რომ თითქოს, ისინი ამ შენობაში სხდომებს არ ესწრებიან, მართალი არ არის. ვფიქრობ, ეს დემარშია და ამ საკითხს საგანგებო ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში გამართულ სხდომებს საკითხების შესაბამისად ესწრებიან.