2016 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილა რეგიონებში გრძელდება. მორიგი შეხვედრა დღეს რუსთავშია დაგეგმილი. დეპუტატები და სამინისტროების წარმომადგენლები შეხვედრის მონაწილეებს ბიუჯეტის პროექტს გააცნობენ და მათ მოსაზრებებს მოისმენენ. მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა კომიტეტებში უკვე დასრულდა. შემაჯამებელი სხდომები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გუშინ გაიმართა, რის შემდეგაც დოკუმენტი პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეგზავნა. მთავრობამ ბიუჯეტის შესწორებული ვიარიანტი პარლამენტს 5 ნოემბრამდე უნდა დაუბრუნოს.