ლეონიდ თიბილოვის განცხადებას, საქართველოს ევროპელი დემოკრატების პაატა დავითაია ეხმაურება. როგორც დავითაია აცხადებს, რუსეთი საქართელოში ყირიმი 2-ს ამზადებს და მოუწოდებს ხელისუფლებას სასწრაფოდ მიიღოს ზომები და საქმის კურსში ჩააყენოს საერთაშორისო საზოგადოება.
"სასწრაფოდ უნდა მოხდა სეპარატისტების ლიდერთათვის ბრალის წაყენება და მათზე ძებნა გამოცხადდეს. საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ანექსია გრძელდება და მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე.
საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუციები რომ რუსეთი საქართველოში ყირიმი2-ს ამზადებს," - აცხადებს პაატა დავითაია.