საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის შეფასებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ინიციატივა რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.
როგორც ჟურნალისტებს გიგიაძემ განუცხადა, ის, რაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა გააჟღერა, ახალი არ არის.
„ეს იდეა საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება და კიდევ ერთხელ იმ არათანმიმდევრულ პროვოკაციულ პოლიტიკას ადასტურებს, რასაც რუსეთი საქართველოს მიმართ ახორციელებს. მოვლენების განვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით და საქმის კურსში პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს ჩავაყენებთ“, - დასძინა გიგიაძემ.