საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის განცხადებებზე მიერთების მაჩვენებელი ძალიან მაღალია.
როგორც ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გიგიაძემ განაცხადა, სანქციებთან დაკავშირებით, 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ევროკავშირიდან საქართველოს საგარეო უწყებაში შესული 19 განცხადებიდან, საქართველო 7-ს მიუერთდა.
მისი თქმით, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მუშაობა გრძელდება, რაც ევროკავშირთან პოლიტიკურ დაახლოებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
„ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავი ევროკავშირის საგარეო განცხადებებზე საქართველოს მიერთების საკმაოდ დადებითი დინამიკაა. 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში, ევროკავშირის მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაკეთებული 187 განცხადებიდან, რომელიც საქართველოს გამოეგზავნა, ჩვენ 141-ს მივუერთდით“, - განაცხადა გიგიაძემ.