საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის ინფორმაციით, 26 ნოემბერს, თბილისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასა და სექტორულ დიალოგს მოიცავს.
აღნიშნული შეხვედრის თაობაზე, გიგი გიგიაძემ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ამ წუთებში, ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესზე მსჯელობენ.
გიგიაძის ცნობით, მინისტრების სესიას ევროკომოსარი იოჰანეს ჰანი და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგან შმიტიც დაესწრებიან.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სესიაზე აქცენტები რიგის სამიტსა და სამეზობლო პოლიტიკის გადახევდვის შედეგებზე გაკეთდება.