საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დელეგაციასთან ერთად ჯვრის მონასტერი მოინახულა.
ქართულ დელეგაციას ტაძარში მამა კლავიდიუსმა უმასპინძლა. როგორც სამღვდელოების წარმომადგენლება აღნიშნეს, საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობა მათთვის დიდი პატივია, ჯვრის მონასტერში ისტრიული ფაქტი მოხდა, 15 წლიანი პაუზის შემდეგ, სექტემბრიდან წირვა-ლოცვა ტაძარში ქართულადაც მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუა, ისრაელში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარიც მოინახულეს და დილის წირვას დაესწრნენ. ქართულ დელეგაციას ტაძარში მამა ნექტარიუსმა უმასპინძლა.