20 ოქტომბრის დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88–ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში (ხაშური-თბილისის მიმართულება) გაწმენდითი და ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,ხაშური-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბების შემოსავლელ გზაზე, ხოლო თბილისი-ხაშურის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს არსებულ რეჟიმში, მარჯვენა გვირაბის გავლით.